შესასრულებელი დავალებები წითლადაა მონიშნული
დავალება მე –9 ტრენინგდღისათვის
- წაიკითხეთ მე-8 მოდული,
- მოემზადეთ პრეზენტაციისათვის.
დავალება მე –8 ტრენინგდღისათვის
- წაიკითხეთ მე-7 მოდული,
- დაფიქრდით, თუ როგრო შეძლებთ გაუწიოთ ფასილიტაცია ჯგუფს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების პროცესში? გამოიყენეთ ინტელის ბიბლიოთეკიდან ფასილიტაციის ნიმუსები ან შექმენით თქვენ თვითონ.
- გადახედეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოსთვის შექმნილ მასალებს .
- გადახედეთ დოკუმენტს სასწავლო პროექტის გეგმის ჩეკლისტი, რათა სასწავლო პროექტის დაუსრულებელი ან გამოტოვებული ადგილები გამოავლინოთ, მონიშნეთ ჩამრთველები იქ, სადაც ცვლილებების შეტანა ან დასრულებაა საჭირო.
- გადახედეთ დოკუმენტს პორტფოლიოს ჩეკლისტი, რათა დარწმუნდეთ, რომ სასწავლო პროექტის პორტფოლიოს ყველა ნაწილი დასრულებულია.
- გადახედეთ დოკუმენტს პორტფოლიოს რუბრიკა და წაშალეთ აღწერითი ნაწილების ნიმუშები და ჩასვით თქვენი პორტფოლიოს აღწერა.
- თვითშეფასების შედეგების მიხედვით, გააკეთეთ ჩანაწერები, სასწავლო პროექტის პორტფოლიოში ან ჩეკლისტში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ.
დავალება მე –7 ტრენინგდღისათვის
- წაიკითხეთ მე-5 და მე-6 მოდულის 1-2 აქტივობა
- გახსენით თქვენი ბლოგი, შექმენით პოსტი სათაურით „მეხუთე მოდულის რეფლექსია“, გადაიტანეთ შემდეგი მინიშნება თქვენს ბლოგში და გაგვიზიარეთ თქვენი პასუხები.მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით...
- გადახედეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების ჩანაწერებს მესამე აქტივობიდან და, საჭიროებისამებრ, შეიტანეთ ცვლილებები სავარაუდო ნაშრომსა და შეფასების გეგმაში. დარწმუნდით, რომ თქვენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და შეფასების ფორმები ერთმანეთს შეესაბამება.
- შეავსეთ პროექტის გეგმის შაბლონი "დიფერენცირებულ სწავლებამდე"
დავალება მე–6 ტრენინგდღისათვის
- წაიკითხეთ მე-3 და მე-4 მოდული
- გახსენით თქვენი ბლოგი, შექმენით პოსტი სათაურით მესამე მოდულის რეფლექსია, გადაიტანეთ შემდეგი მინიშნება თქვენს ბლოგში და დაწერეთ თქვენი მოსაზრებები:ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ…
- შეიმუშავეთ და მოამზადეთ მოსწავლეთა ნამუშევრის ნიმუში , ატვირთეთ google drive-ში , გამოაქვეყნეთ, განათავსეთ ბლოგზე.
დავალება მე–5 ტრენინგდღისათვის
- წაიკითხეთ მე–2 მოდული
- კიდევ ერთხელ გადახედეთ თქვენ მიერ მომზადებულ მიმართულების მიმცემ კითხვებს , გაითვალისწინეთ კოლეგების აზრი თქვენი ბლოგის შესაბამისი პოსტის კომენტარებში და საბოლოო სახით ჩამოაყალიბეთ კითხვები
- შეავსეთ პროექტის გეგმაში პუნქტი – "მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები"
- გადახედეთ პორტფოლიოს პრეზენტაციების ნიმუშებს, რომლებიც განთავსებულია რესურსების ჩანართის ჯგუფში სასწავლო პროექტების პორტფოლიო/სასწავლო პროექტის პრეზენტაციების ნიმუშები.
- შექმენით პროექტის პრეზენტაციის მონახაზი
დავალება მე-4 ტრენინგდღისთვის
- წაიკითხეთ მე-2 მოდულის 1 აქტივობა
- პროფესიულ სტანდარტში მონახეთ ის შედეგები და ინდიკატორები, რომლის მიღწევაც გსურთ პროექტის ფარგლებში თქვენ საგანში.
- შეავსეთ პროექტის გეგმაში პუნქტები:
- თამის მონახაზი:
- თემის დასახელებათემის შინაარსი
- საგანი
- დონე
- განხორციელების დროის ჩარჩო
- თემის საფუძვლები
- შინაარსობრივი სტანდარტი და ინდიკატორები
- მოსწავლეების ამოცანები
სასურველია ბლოგზე დადოთ ახალი გზავნილი მომდწვნო ტრენინგდღეზე თქვენი მოლოდინების შესახებ...
დავალება - მე -3 ტრენინგდღისათვის
გადახედეთ პირველი მოდულის კითხვებს და ძირითად საკითხებს.
ბლოგზე შექმენით პოსტი სათაურით პირველი მოდულის რეფლექსია.
დაიწყეთ პოსტის წერა შემდეგი წინადადებით და შემდეგ თქვენი მოსაზრებებით განავრცეთ: ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში
დაწერეთ ნებისმიერი იდეა, კითხვა ან დასვით ნებისმიერი პრობლემა ბლოგის პოსტის ჩანაწერში.
No comments:
Post a Comment